საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირებისკენ მიმართული ძალისხმევის გააქტიურების მხარდაჭერა გამოთქვეს. სერგეი ლავროვმა ვლადიმირ პუტინის, ილჰამ ალიევისა და სერჟ სარგსიანის მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა.
“პუტინმა, ალიევმა და სარგსიანმა სამმხრივი განცხადება შეათანხმეს, რომელშიც გამოთქმულია პოლიტიკურ დარეგულირებში მდგრადი პროგრესის მიღწევის მზადყოფნა. პრეზიდენტების მოლაპარაკებების შედეგი გახდა საერთო აღიარება, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს დარეგულირებისკენ”, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სამმხრივი განცხადების თანახმად, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ეუთო-ს დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდაზე შეთანხმდნენ.