საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. დონბასში, ქალაქ ენაკიევოში მომუშავე ექიმმა–რეანიმატოლოგმა ალექსანდრე ჩერნოვმა ტელეარხ Ukrlife.tv–ს ინტერვიუში განუცხადა, რომ დონბასის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის სახალხო მოლაშქრეებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას, ყველაფერს აკეთებდა, რათა პაციენტების ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა.
ჩერნოვის თქმით,ის სტანდარტულ რეანიმატოლოგიურ პრეპარატებს იყენებდა. „მედიკამენტური საშუალებებით მაქსიმალურ ზიანს ვაყენებდი მტერ პაციენტებს. ერთი შეხედვით ეს გულის შეტევასავით გამოიყურებოდა. იმის დამტკიცება, რომ ადამიანი მოკლული იყო პრეპარატების ერთობლიობით, მხოლოდ ძვირად ღირებულსა და ღრმა ექსპერტიზას შეუძლია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ყველა პირადი მონაცემსა და დიაგნოზს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს უგზავნიდა.