უცხოეთი
საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. აშშ–ში მუსლიმანების შესახებ ინფორმაციის შეგროვების წინადადება დონალდ ტრამპმა, რომელიც პრეზიდენტის პოსტის ფაქტობრივი კანდიდატია რესპუბლიკური პარტიიდან, კვირას წამოაყენა.
„ვფიქრობ, ქვეყნის მასშტაბით უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ფსიქოლოგიური პორტეტების შედგენა დავიწყოთ“, – განაცხადა მან ტელეარხ CBS–ის ეთერში, იგულისხმა რა ინფორმაციის შეგროვება ადამიანთა ჯგუფებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
ტრამპის თქმით, „სხვა ქვეყნები ამას აკეთებენ და თანაც, წარმატებით“. მაგალითად მან ისრაელი მოიყვანა.
„მძულს პროფაილინგის კონცეფცია, თუმცა, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ჯანსაღი აზრით და დავიწყოთ ფიქრი“, – მიაჩნია ტრამპს, რომელიც აღნიშნავს, რომ რადიკალური ისლამი რეალურ პრობლემას წარმოადგენს.