უცხოეთი
ტრამპმა დამარცხებული კონკურენტები ბუნტის მზადებაში დაადანაშაულა

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. მილიარდერი დონალდ ტრამპი, რომელიც აშშ რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის ფაქტობრივად ერთადერთი კანდიდატია, ცხადებს, რომ მისი დამარცხებული კონკურენტები პარტიის ყრილობაზე ე.წ. "დელეგატების ბუნტს" ამზადებენ.

ლას-ვეგასში გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ "მეამბოხეები" რესპუბლიკელთა კონგრესის დელეგატებთან გარკვეულ სამუშაოებს აწარმოებენ და ცდილობენ იგი დელეგატების ხმების გარეშე დატოვონ.

ტრამპმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თუ პარტიის კონგრესი მას მხარს არ დაუჭერს, იგი შეწყვეტს რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო კამპნიისათვის თანხების მოზიდვას და მხოლოდ საკუთარ კამპანიას დააფინანსებს.