აქტუალური
უკრაინიდან დეპორტირებული კანონიერმა ქურდი, მეტსახელად "სვანი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შენიშნეს

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, უკრაინის აეროპორტიდან სამართალდამცველების თანხლებით დეპორტირებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დავით გერლიან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეფერხების გარეშე გამოდის. მას აეროპორტში ქართველი სამართალდამცველები არ ხდებიან.

 მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს (საქართველოს კანონმდებლობით ქურდული სამყაროსადმი კუთვნილებაც კი სისხლის სამართლებრივად დასჯადია).