სამართალი
"ასეთი პროვოკაციული გამოხდომა დემოკრატიულ განვითარებას აზიანებს" - გიორგი ვოლსკი

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. “რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიების ობიექტურად ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობენ ხელისუფლების წევრები და დარწმუნებული არიან, რომ ის სამართლიანად დასრულდება.

 „გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს, ასეთი პროვოკაციული გამოხდომა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას აზიანებს“, - განცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 ოპოზიცია მომხდარზე პასუხისმგებლობას სწორედ ხელისუფლებას აკისრებს და ქვეყანაში ძალადობის წახალისებაზე ლაპარაკობს. “ნაციონალურ მოძრაობაში” აღნიშნავენ, რომ მსგავსი ფაქტები დემოკრატიის განვითარებას ხელს უშლის. “ეროვნულ ფორუმში” კი მომხდარს "კრიმინალურ ფაქტს" უწოდებენ.