აქტუალური
საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი, 43 წლის ვიტალი ჯოჯიშვილი დააკავეს.
2030.news-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ჯოჯიშვილი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც მასთან შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ და დააკავეს.
დაკავებული ჯერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ღრომში გადაიყვანეს, შემდეგ კი - ცხინვალის იზოლატორში.
ჯოჯიშვილის ახლობლებმა მომხდარი უკვე შეატყობინეს შსს-ს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.