უცხოეთი
სერგეი ივანოვს მიაჩნია, რომ სანქციების გაუქმება საჩქარო არ არის

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. კრემლის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ივანოვმა მხარი დაუჭირა სანქციების რეჟიმს რფ-სა და დასავლეთის ქვეყნებს შორის, რადგან ეს, მისი თქმით, ხელს უწყობს სამამულო წარმოების განვითარებას. პროგრამა „Вести в субботу“-ს წამყვან სერგეი ბრიულოვს მან განუცხადა, რომ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებული უფრო რთული პერიოდი რუსეთმა უკვე დაძლია.

 „პირადად მე ვისურვებდი, რომ სანქციები ჩვენს წინააღმდეგ კვლავაც გაგრძელდეს. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობდით ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე... აი სწორედ აქ იმუშავა ამ სანქციებმა“, - განაცხადა ივანოვმა.

 შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა და კიდევ რიგმა სახელმწიფოებმა რფ-ის წინააღმდეგ ინდივიდუალური და სექტორული სანქციები 2014 წელს შემოიღეს. ეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთთან ყირიმის შეერთებას უკავშირდებოდა.

 მოსკოვმა საპასუხოდ კონტრსანქციები დაუწესა ევროკავშირს, აშშ-ს, ავსტრალიას, კანადასა და ნორვეგიას. ისინი ამ ქვეყნებიდან რფ-ში ხილის, ბოსტნეულის, რძისა და ხორცის პროდუქციის იმპორტის აკრძალვას თვალისწინებს.