უცხოეთი
ტრამპი: რუსეთს უფრო მძლავრი ბირთვული იარაღი აქვს, ვიდრე აშშ–ს

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ბირთვული არსენალი პოზიტიურად შეაფასა და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეაქო. როგორც CNN  იუწყება, შესაბამისი პოლიტიკული შეფასებები ტრამპმა ატლანტაში, საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.

 "სიმართლე გითხრათ, პუტინი აძლიერებს და აუმჯობესებს რუსეთის არმიას, ის ბევრად უფრო ძლიერი გახდა. იგი ყურადღებას ამახვილებს ბირთვულ იარაღზე და სხვა არაფერზე. ჩვენი ბირთვული ძალები ძველი და გაცვეთილია, მაგრამ მათი ძალიან კარგი.  ფრთხილად ვიყოთ, კარგი? "- განუცხადა მან მხარდამჭერებს.

 ადრე, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ს პეზიდენტ ბარაკ ობამაზე ძლიერი ლიდერია.

 "თუ პუტინზეა საუბარი, შემიძლია გითხრათ, რომ იგი ძალიან ძლიერი ლიდერია, ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე ჩვენი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე პუტინს ვუჭერ მხარს", -აღნიშნა ტრამპმა.