უცხოეთი
რფ–ის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე კონსულტაციების შესახებ

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი.

 ცნობა მედიისთვის

14–15 ივნისს ჟენევაში გაიმართა საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი ამიერკავკასიის შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის რესპუბლიკის, საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, აშშ–ისა დ ასამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა, გაეროს, ეუტოსა და ევროაკვაშირის თანათავმჯდომარეობით. რუსეთის დელეგაციას სათავეში ედგა სტატს–მდივანი – რუსეთის სააგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ.ბ. კარასინი.

შეხვედრის საერთო ატმოსფეროს სერიოზული ჩრდილი მიაყენა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 7 ივნისს ლტოლვილებისა და გადაადგილებული პირების რეზოლუციის ქართული პროექტის მიღებამ, რომელიც უკიდურესად პოლიტიზირებული და ნამდვილ ფაქტებთან შეუსაბამო იყო. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა ამასთან დაკავშირებით მკვეთრი პროტესტი გამოთქვეს, მოითხოვეს ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგიდან ლტოლვილების შესახებ პუნქტის ამოღება და უარი თქვეს ამ თემის შემდგომში განხილვაზე მანამ, სანამ ქართული მხარე არ შეწყვეტს ლტოლვილების მდგომარეობის შესამუსუბუქებლად თავისი უაზრო დოკუმენტების ნიუ იორკში გაგზავნას. რუსეთის დელეგაციამ მხარუი დაუჭირა ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკის წარმომადგენელთა პოზიციას.

გამოითქვა წუხილი აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ უართან დაკავშირებით, გასცეს შესასვლელი ვიზები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებისთვის გაეროს წევრი–ქვეყნებისთვის რეგიონში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ საკუთარი თვალსაზრისის გასაცნობად. ეს არ უწყობს ხელს ობიექტურსა და კონსტრუქციულ მუშაობას არც ჟენევაში და არც ნიუ იორკში.

სამუშაო ვითარებაში იქნა განხილული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან მომიჯნავე საზღვარზე არსებული სიტუაცია. მონაწილეთა უმრავლესობა შეთანხმდა, რომ მიუხედავად ცალკეული შემთხვევებისა, ვითარება რეგიონში ზოგადად სტაბილური რჩება. კონსტატირებული იქნა, რომ სამი სახელმწიფოს მოსაზღვრე რეგიონების მცხოვრებთა გადაადგილება სათანადო დონეზეა უზრუნველყოფილი. წარმოქმნილი პრობლემების ოპერატიულად გდაჭრასა და ტოლერანტობის ამაღლებას ხელს უწყობს მხარეთა რეგულაური კონტაქტები კავშირის „ცხელი ხაზით“.

აღინიშნა პოზიტური დინამიკა ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციის ერთობლივი მექანიზმების მუშაობაში აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რაიონებში. მონაწილეები მიესალმნენ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საქმიანობის აღდგენას აფხაზეთის ქალაქ გალში (შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია 6 ივლისისათვის). საქართველო–აფხაზეთის საზღვრის რაიონში 19 მაისს მომხდარ ტრაგიკულ ინიცდენტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, გამოითქვა იმედი, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მომხდარის გამოძიებას ჩაატარებს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში და შედეგების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გამოთქვე შეშფოთება ქართული მხარის პროვოკაციულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, სასაზღვრო ნიშნების განზრახ დაზიანების, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ასევე, რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული სამართალდამცავი ორგანოების შეღწევის გამო. თბილისის ყურადღება კვლავ მიაპყრეს იმ გარემოებას, რომ  აუცილებელია დაიწყოს საზღვრების ერთობლივი დემილიტაციისა და დემარკაციის პროცესი მეზობელ რესპუბლიკებთან.

სერიოზული შეშფოთება გამოითქვა საქრათველოში ნატოს ახალი აქტიურობით, კერძოდ, „Noble Partner 2016ამასწინანდელი წვრთნებით. ცალკეული ქართველი პოლიტიკოსის საომარი განცხადებების ფონზე ევროპიდან საქართველოში ალიანსის ძალების ოპერატიულად გადასროლის შემუშავება სოხუმისა და ცხინვალის სრულებით საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს.

ამასთან დაკავშირებით თბილისის ფაქტობრივი უარი ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადებების მიღებასთან დაკავშირებით აღქმული იქნა, როგორც არაკონსტრუქციული მიდგომა მოლაპარაკებათა უმნიშვნელოვანესი თემის მიმართ.  

პოზიტიურ ჭრილში გაგრძელდა არქივების გადაცემის, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების შენარჩუნების, უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა პრაქტიკული საკითხების განხილვა, ასევე, თანამშრომლობა ეკოლოგიის სფეროში.

მომდევნო შეხვედრა ჟენევაში ამა წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.