საზოგადოება
ანგელა მერკელი: „ნატო-სთან დაკავშირებით კარგი გადაწყვეტილება ვიპოვეთ“

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 „ვიპოვეთ კარგი გადაწყვეტილება - პაკეტი, რომელიც საქართველოსთვის შევქმენით. ჩვენ გიორგისთან, საქართველოსთან მშვენივრად ვთანამშრომლობთ ავღანეთთან დაკავშირებით. ვარშავაშიც ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რა დამატებითი საშუალებები არსებობს პაკეტის  „ნატო ჯორჯიან საბსენთენშენის“ ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის  კუთხით. ამით კარგი საფუძველი შევქმენით ნატო-საქართველოს თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა მერკელმა.