აქტუალური
“საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არ არის დაინტერესებული ქვეყანაში ბუნებრივი რესურსების განვითარების წახალისებით” – სტივ ნიკანდროსი

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. განცხადება ამის შესახებ ვაშინგტონში კომპანია Frontera Resources-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ სტივ ნიკანდროსმა გააკეთა.

 ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე, რომელიც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების და ენერგეტიკის საკითხებს იხილავდა, ნიკანდროსი ერთ-ერთი მომხსენებელი იყო.

 “საქართველოში აღმოვაჩინეთ დიდი რაოდენობის ბუნებრივი აირი, რაც მზად იქნება ბაზრისთვის. ამისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და ინოვაციების წახალისება. ამის გასაკეთებლად კი საჭიროა მთავრობა, რომელიც მთელ ძალას ახმარს რეფორმებს. უკრაინაში ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებისკენ, საქართველოში კი საპირისპირო ხდება”, – განაცხადა სტივ ნიკანდროსმა.