აქტუალური
ანგელა მერკელი: „მოხარული ვართ, რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან მიმართებაში“

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი.  ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 “მოხარული ვართ, რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან მიმართებით. თუმცა, ეს საკითხი კვლავ მწვავე საკითხად რჩება. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხს, მივესალმებით, რომ საქართველო ჟენევის ფორმატში მონაწილეობს და ამ მხრივ გარკვეულ  პროგრესს აღწევს”, - განაცხადა ანგელა მერკელმა.