უცხოეთი
პესკოვი: კრემლი ზომებს მიმართავს ნატოს ბატალიონების წინააღმდეგ

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის ხელისუფლება თვალს ადევნებს და აანალიზებს რუსეთის საზღვართან  ნატო-ს შეიარაღებული ძალების გადაადგილებას. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

 “ჩვენი თავდაცვის უწყება და შესაბამისი სამსახურები სათანადოდ ადევნებენ თვალს ჩვენს საზღვრებთან უცხოური შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ცვლილებებს, აანალიზებენ ამ გადაადგილებებს და კონტინგენტების ცვლილებას”, - განაცხადა პესკოვმა.

 კრემლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ინტერესების დასაცავად ზომები ხორციელდება.

 ამჟამად ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელზეც ალიანსის წევრები აღმოსავლეთ ევროპაში ოთხი ბატალიონის განთავსების საკითხს განიხილავენ.