საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა აღმოსავლეთ ევროპაში, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ბატალიონების განთავსებას მხარი დაუჭირეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ალიანსმა ბრიუსელში გამართული ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე მიიღეს.
ოთხი ბატალიონი პოლონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში განთავსდება. თითო ბატალიონის შემადგენლობა ათასამდე სამხედრო იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება ალიანსმა რუსეთის შესაკავებლად მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიტვაში ნატო-ს ბატალიონს ბუნდესვერი უხელმძღვანელებს. დანაყოფის შემადგენლობაში რამდენიმე ასეული გერმანელი სამხედრო შევა
ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ რუმინეთს შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარებიან.
"თუ ალიანსის რომელიმე მოკავშირეზე განხორციელდება თავდასხმა, პასუხს მთელი ალიანსი გასცემს", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
ამასთან, სტოლტენებრგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს რუსეთთან კონფრონტაცია არ სურს.