სამართალი
ნინო ბურჯანაძე: „როცა საქმე დამნაშავე ორგანიზაციის ლიდერს ეხება, სტრასბურგის სასამართლო ძალიან დაფაცურდა“

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი.  ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა.

 “ორმაგი სტანდარტი აღმაშფოთებელია. როცა საქმე დამნაშავე ორგანიზაციის ლიდერს ეხება, სტრასბურგის სასამართლო ძალიან დაფაცურდა, 26 მაისს დაზარალებულების საქმის განხილვას კი არ ჩქარობს. ამას, მათ შორის, პოლიტიკური კონიუნქტურა განაპირობებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან დიდი ფინანსური რესურსი აქვს და ლობისტური კომპანიების მეშვეობით საზღვარგარეთ გარკვეულ განწყობას ქმნის. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოს ქართულ წარმომადგენლობაში ჯერ კიდევ მუშაობს ნაციონალების დანიშნული წევრი, ქალბატონი პაპიძე, რომელიც კვლავ ნაციონალების დაკვეთას ასრულებს”, - განაცხადა ბურჯანაძემ.