აქტუალური
„პუტინის აგრესია საქართველოსა და უკრაინაში არ მოხდებოდა, ისინი ნატოს წევრები რომ ყოფილიყვნენ“ - ელიოტ ენგელი

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. კონგრესის ქვედა პალატაში განხილვის მთავარი თემა იყო შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. მოსმენა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა.

 აშშ-ის კონგრესმენმა ნიუ იორკის შტატიდან ელიოტ ენგელმა ალიანსში საქართველოს და უკრაინის არ მიღებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.

 „რომ დავუბრუნდეთ 2008 წელს, ვფიქრობ, დაშვებული იყო სტრატეგიული შეცდომა, რომ ნატომ არ მიიღო უკრაინა და, სხვათა შორის, საქართველო. მე ვიცი, ბუშის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ ცდილობდა, როგორმე ეს გაეკეთებინა, მაგრამ გერმანელებმა და ფრანგებმა დაბლოკეს. ჩემი აზრით, პუტინის აგრესია ამ ორ ქვეყანაში არ მოხდებოდა, ისინი რომ ნატოს წევრები ყოფილიყვნენ. ჩვენმა არასაკმარისმა ძალისხმევამ, მიგვეღო საქართველო და უკრაინა ნატოში, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადა მათი შემოსვლა ალიანსში მომავალში. ვფიქრობ, ეს დრო დავკარგეთ“, - განაცხადა ელიოტ ენგელმა.