აქტუალური
ედ როისი: „2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეჭრაზე ამერიკის ადმინისტრაციამ რუსეთს არასათანადო პასუხი გასცა“

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ვაშინგტონში შეერთებული შტატების პოლიტიკა განიხილეს რუსეთთან მიმართებაში. მოსმენა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა.

 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ედ როისმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში და მოგვიანებით უკრაინაში შეჭრაზე ამერიკის ადმინისტრაციამ რუსეთს არასათანადო პასუხი გასცა.

 „სამწუხაროდ, პუტინმა არაერთხელ სამართლიანად გათვალა, რომ მის აგრესიაზე ადმინისტრაციის პასუხი უსიცოცხლო იქნებოდა. შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირთან და სხვებთან თანამშრომლობით დააწესა სანქციები, რომელმაც რუსეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა, თუმცა ადმინისტრაციამ უარი თქვა, მიეწოდებინა უკრაინისთვის შეიარაღება რუსეთის ტანკების შესაჩერებლად და ეს რუსეთის მხრიდან მხოლოდ სისუსტედ იქნებოდა აღქმული“, - განაცხადა ედ როისმა.

 კომიტეტში მომხსენებლად ჰყავდათ მიწვეული შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში მაიკლ მაკფოლი, რომელმაც განაცხადა, რომ ობამას პასუხი უკრაინის მოვლენებზე უფრო მკაცრი იყო, ვიდრე ჯორჯ ბუშის რეაქცია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.