აქტუალური
ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. შტაბის ხელმძღვანელად ნიკა მელია დავით ბაქრაძემ პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად წარადგინა.

 ნაციონალურ მოძრაობაში ახალი პროექტის „გახდი მოხალისე“ პრეზენტაცია გაიმართა. პარტიის წევრები იმ მოხალისეებს შეხვდნენ, ვინც წინასაარჩევნო PR-ში მიიღებს მონაწილეობას.

 “იყო საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იმ გუნდის, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, არის ძალიან საპასუხისმგებლო. ჩვენ გვჭირდება ბევრი ახალი ენერგია გარედან, ბევრი ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა, რომელიც ჩაებმება იმ ფერხულში, რომელსაც ჰქვია ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.