რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ბატონო ბიძინა, ეს ფანდარასტი ვინ არის?!“

 „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი ივანიშვილს  სამი სახელმწიფო მინისტრის, ორი მთავრობის და ერთი პრეზიდენტის გაუქმებას ურჩევს

 2016 წლის 7 ივნისს, ბიძინა ივანიშვილის ტელეჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ, ქართველი ჟურნალისტების კლასიფიცირება სამ კატეგორიად მოვახდინე: ჟურნალისტები, ჟურ-ნაცისტები და დურ-ნალისტები.

 ზუსტად ერთ კვირაში - 2016 წლის 14 ივნისს, ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტებთან ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ზედმიწევნით მართალი ვიყავი: ჟურ-ნაცისტებმა და დურ-ნალისტებმა ქვეყნის №1 საზოგადოებრივ ლიდერს და ყველაზე მსხვილი პარტიის დამფუძნებელს გემრიელად საჭორაო შეკითხვები მიართვეს, ბატონ ბიძინას საერთოდ რომ არ ეხება. ძალად ჟურნალისტებს ხომ საერთაშორისო პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე, სახელმწიფო და პარტიულ მშენებლობაზე წარმოდგენა საერთოდ არ გააჩნიათ - რაში სჭირდებათ, რო?! ცოდნა და პროფესიონალიზმი ქართულ მედიაბაზარზე მაინც არ იყიდება...

 ამ უწიგნური მოსიარულე დიქტოფონების ადგილზე ივანიშვილს, მაგალითად, დიმა სანაკოევის ფოტოს ვაჩვენებდი და ვკითხავდი: "ვინ არის ეს პიროვნება, ბტონო ბიძინა? რა სახელმწიფო თანამდებობა უკავია და რამდენი უჯდება მისი შენახვა თავის აპარატითურთ ქართველ გადასახადის გადამხდელებს?

 ბატონო ბიძინა, რა ესაქმება მას ამ წუთებში ჟენევაში, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში? ეს იმ ქართველების სერიული მკვლელ სააკაშვილის დანიშნული ქართველების სერიული მკვლელი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ხომ არ არის?! ჟენევაში ამ ფანდარასტმა* როგორ უნდა მოსთხოვოს პასუხი რუსებს თუ აფხაზებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე?!“.

 დავაცდიდი ივანიშვილს პასუხს და პასუხიდან გამომდინარე შემდეგ შეკითხვას დავუსვამდი: „ბატონო ბიძინა! იქნებ აგვიხსნათ - რას ნიშნავს სააკაშვილის შექმილი „სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია“ და შევარდნაძის შექმნილი „აფხაზეთის მთავრობა დევნილობაში“? აფაზეთის და სამაჩაბლოს მთავრობები განა სოხუმში და ცხინვალში არ უნდა იყვნენ?! მაშ, ვინ არიან ეს ადამიანები, რა უნდათ თბილისში, რა ფუნქციას ასრულებენ და რა თანხ უჯდება ქართველ ხალხს მათი შენახვა?! ლტოლვილთა ყველა პრობლემის გადასაჭრელად ჩვენთან ხომ ცალკე არსებობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო?!

 ხომ არ ვაღიიანებთ ამით აფხაზებსა და ოსებს, ბატონო ბიძინა? ძმებს ვუძახით და ამავდროულად არაფრად ვაგდებთ  - პირდაპირ მივანიშნებთ, რომ აფხაზეთში და სამაჩბლოში ჩვენ მიერ დაკომპლექტებული მთავრობებით  დავბრუნდებით, სადაც მათთვის ადგილი არ არის!  აი, ამიტომაც არ გვთვლიან ქართველებს ძმებად...

 რა დროს მთავრობანას თამაშია? ხომ არ ჯობია, ამ ორი ბუტაფორული მთავრობის შესანახად განკუთვნილი ფულით უკლებლივ ყველა ლტოლვილი ბინითა და სამსახურით უზრუნველყოთ?!“.

 ჟურ-ნაცისტებო და დურ-ნალისტებო! რომელმა ბოროტმა მოგატყუათ, რომ ჟურნალისტები ხართ?! სულ ხომ არ იქნება ეს ქვეყანა არეულ-დარეული, ხომ დალაგდება საქართველო - აი, მერე რას შვრებით? თქვენს შავ-ყვითელ ჭორებს რომ არავინ წაიკითხავს, სად აპირებთ „მოღვაწეობას“ და ინტროგების ხლართვას?! ნუთუ იმ დღეს არავის მოგივიდათ თავში, გეკითხათ ივანიშვილისთვის: „ბატონო ბიძინა! ხომ არ გაგვეუქმებინა სამი სახელმწიფო მინისტრის შტატი? რატომ ვინახავთ, მაგალითად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს ავისი აპარატიურთ, როცა აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან შერიგება და ტოლვილების  დაბრუნება კი არა - ელემენტარული დიალოგი არ დაწყებულა და სამუშაო კონტაქტებიც არ დამყარებულა?! გახსოვთ, ალბათ, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დღეს ზაქარეიშვილი  ამბებს ჟურნალისტებისგან რო იგებდა - აქაოდა, აფხაზეთში არავისთან კონტაქტი არა მაქვსო?!

 ანდა კიდევ, რაში გვჭირდება სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, როცა გელა დუბაძე ამერიკელების შიშით მსოფლიოში  ყველაზე დიდ ქართულ დიასპორას - რუსეთში ქართულ დიასპორას უგულებელყოფს?!

 ბატონო ბიძინა! გაგვაფრთხილეს - საქართველოს ნატოში და ევროკავშირში  გაწევრიანება შორეული მოავლის პერსპექტივაა, ანუ ახლო მომავალში არ მიგვიღებენ. და თუ ასეა, რაში გვჭირდება სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში? ხომ არ არის საკმარისი, რომ საქართველოს ევროატლატიკურ ინტეგრაციას პრეზიდენტი და თავდაცვის  მინისტრი დღეში სამჯერ ხვეწებიან?“

 უვიცი ჭორიკანა ჟურ-ნაცისტებისა და დურ-ნალისტების ადგილზე ივანიშვილს ვკითხავდი: „მოგეხსენებათ, ხალხს უკიდურესად უჭირს, მაგრამ ოთხი წელია, იძულებული ვართ, ავლაბრის სასახლეში პრეზიდენტ მარგველაშვილ, თავისი უცნაური ოჯახითა და აპარატითურთ, სამეფო ფუფუნებაში ვამყოფოთ, არცერთ ქართველ მეფეს კი არა, ინგლისის დედოფალსაც რომ არ დასიზმრება! და მოგვიწევს, კიდე ერთი წელი შევინახოთ - იმ დროს, როცა საკუთარი ბავშვები და მშობლები ჩაუცმელ-დაუხურავი - ნახევრად მშივრები გვყავს!

 ბატონო ბიძინა! გვასწავლეთ, როგორ შევიყვაროთ მარგველაშვილის ოჯახი საკუთარ ოჯახებზე მეტად?! რატომ, რა გაგვიკეთა ასეთი მარგველაშვილმა, რომელი მთავარსარდალი და დიპლომატი ეგ არის და რით დაგვიმახსოვრდება, ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელი გამონათქვამების, მდიდარი სექსუალური ცხოვრების, საზღვარგარეთული ვოიაებისა და გაუთავებელი ვეტოების დადების გარდა?!“.

 აი, რა შეკითხვები უნდა დასმულიყო ივანიშვილის პრესკონფერენციაზე და გარწმუნებთ - მეცენატმა მილიარდერმა ხარჯვის გარდა თვლაც იცის - ის უცებ შეაჯამებდა, თუ რა უჯდება ქართველ ხალხს ერთი პრეზიდენტის, ორი დროებითი მთავრობისა და სამი სახელმწიფო მინისტრის შენახვა თავისი აპარატებით, ოფისებით, მანქანებით, გაუთავებელი საზღვარგარეთული ვითომ საქმიანი ვიზიტებითა და ასტრონომიული ხელფას-პრემიებით!

 პირველი, რაც უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ - დაუნებლი შევიდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით - ორი ზემოხსენებული დროებითი მთავრობისა  და სამი სახელმწიფო მინისტრის ინსტიტუტის მიზანშეუწონლობა-გაუქმების შესახებ. რაც შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტს - ის სახეშეცვლილი უნდა იქნეს, რათა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს არ ხელმძღვანელობდეს და არც უმაღლესი მთავარსარდალი იყოს. საქართველოს პრეზიდენტს გერმანის პრეზიდენზე მეტი უფლებები არ უნდა ქონდეს (ზემოთ ნახსენებ ვაი-ჟურნალისტებს, ალბათ, არც გაუგიათ, რომ გერმანიას, კანცლერის გარდა, პრეზიდენტი ჰყავს...).

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 16 ივნისი
საქართველო, თბილისი

*ფანდარასტ (ოსურად «фæндараст») -  „წადი მშვიდობით“