უცხოეთი
F-16-ის შტურვალთან მყოფმა ერაყის თავდაცვის მინისტრმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. ერაყის თავდაცვის მინისტრი ჰალედ ალ-ობეიდი სათავეში ჩაუდგა თვითმფრინავების რგოლს, რომლებმაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბეს ელ-ფალუჯში (ვიდეო. იხ. აქ). ამის შესახებ ნათქვამის სამხედრო უწყების საიტზე.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ალ-ობეიდი პირადად მიუჯდა F-16-ის შტურვალს. მის თანხლებას ახორციელებდა მოიერიშე L-159.

30 მაისს სამხედროებმა ელ-ფალუჯზე შეტევა დაიწყეს. ქალაქი ბაღდადიდან 50 კმ-ში მდებარეობს და ბოევიკთა ერთ-ერთ მტავარ საყრდენ პუნქტად მიიჩნევა.