უცხოეთი
ესტონეთში ნატოს სამხედრო სწავლება Saber Strike დაიწყო

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. ესტონეთში ნატო-ს სამხედრო სწავლება დაიწყო. სამხედრო მანევრებში სახელწოდებით საბერ სთრაიქი”, მონაწილეობას ალიანსისა და პარტნიორი 13 ქვეყნის 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.

ჯარისკაცები ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში სამ ნაწილად განთავსდებიან. ესტონეთის “ტაპას” სამხედრო ბაზაზე 2 ათასი ჯარისკაცი განლაგდება.

წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ბალტიისპირეთში გერმანიიდან აშშ-ის მე-2 კავალერიის ლეგიონის დანაყოფი და 400 ერთეული სამხედრო ტექნიკა გადაისროლეს.

 სამხედროებმა ევროპის 6 ქვეყნის გავლით 2 ათას 400 კილომეტრის სიგრძის მარშ-ნახტომი შეასრულეს.

ნატო-ს სამხედრო წვრთნები 21 ივნისს დასრულდება. მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ძალების მოქმედება ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს.