პოლიტიკა
"სტრასბურგის მინიშნებას ყველა ყურადღებით მოეკიდება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით ვინ იყო მერაბიშვილი" - ივანიშვილი

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა „ტექნოპარკის“ შენობაში მორიგი პრესკონფერენცია გამართა - ამჯერად ის ადგილობრივი, საერთაშორისო ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდა.

 ყოფილი პრემიერ-მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებას გამოეხმაურა:

 "სტრასბურგის სასამართლოს მინიშნებას ყველა ყურადღებით მოეკიდება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით ვინ იყო მერაბიშვილი, ეს ხომ ყველამ ვიცით. სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი ორგანოები უპასუხებენ",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გუშინ განთავსდა. დოკუმენტის მიხედვით, ყოფილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი უკანონო პატიმარია (5.3 მუხლი - უკანონო წინასწარი პატიმრობა, 18 მუხლი - პოლიტიკური პატიმრობა).

 ვრცლად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ ბმულზე.