აქტუალური
"ამ ამებას რომ მოსწონდეს ის, რასაც მე ვაკეთებ, რა შარში უნდა ვიყო" - ხიდაშელი ვასაძეზე

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის თავმჯდომარის, ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას ეხმაურება. როგორც ვასაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, მას საკუთარი ყურით აქვს მოსმენილი, როგორ უთხრა თინათინ ხიდაშელმა აფხაზებს, რომ აფხაზეთის დაბრუნების საკითხი არ აინტერესებდა.

 „ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო, ამ "ფრონტალურ" გაუგებრობას კითხეთ, მე რომ სამშობლოს ღალატს ჩავდიოდი, ეს იმ ოთახში რას აკეთებდა იმ დროს? რა როლში იყო? და მერე მე რომ ეს ვთქვი, მან რაო? ამოიგმინა მაინც?

 და აი, მეორე მხარეს რომ ზის და გმინვაშია, გულთგონხართა?

 და პასუხი გაეციო და რა ვუპასუხო, რა? ან როგორ ვუპასუხო? ჩემო ორთავთვალით მაქვს ნანახი ან ორთავყურით გაგონილი თქო?

 ნუ ნერვიულობთ ჩემებო, ეს ფრონტალური პერიოდული შემოტევა-კბენებ-ღრიალი მხოლოდ მაფხიზლებს და მარწმუნებს, რომ ყველაფერი წესრიგშია.

 აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ამ ამებას მოსწონდეს ის, რასაც მე ვაკეთებ, რა შარში უნდა ვიყო.

 წავედი ფრანგ კოლეგასთან!

 მეტი ნატო საქართველოში!“- წერს თინათინ ხიდაშელი ფეისბუქზე.