აქტუალური
,,ხიდაშელმა სოჭში აფხაზებს უთხრა, სულ არ მაინტერესებს, დავიბრუნებთ თუ არა აფხაზეთსო” - ლევან ვასაძე

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. “თინა ხიდაშელი სოჭში ჩავიდა და ჩემი ყურით მოვისმინე, როცა აფხაზებს უთხრა: სულ არ მაინტერესებს, საქართველო დაიბრუნებს თუ არა აფხაზეთს, ოღონდ ლიბერალური ქვეყანა იყოსო. თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა მეომრების შეურაცხყოფა იყო”, – ეს განცხადება ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გადაცემაში „ფალავანდიშვილთან”, Palitranews-ის ეთერში გააკეთა.

 „ამის მთქმელ ადამიანს საერთოდ საქართველოში დაბრუნების უფლება აღარ უნდა ჰქონდეს და გინიშნავენ რამის მინისტრად კი არა, მეომრების მინისტრად. ინფრასტრუქტურის მინისტრად მაინც დამინიშნე. ეს არის ფრონტალური შეურაცხყოფა ქართველი მეომრის, რომ ასეთი რაღაცის შემდეგ მინისტრად დანიშნეს. ეს ქალი სანგარშია ნაწოლი, ავტომატი აქვს ნასროლი თუ რა დამსახურება აქვს ქართული მხედრობის წინაშე?! თქვა, რომ სულ არ მედარდება, აფხაზეთს დავიბრუნებთ თუ არა… და მინისტრად დანიშნეს. მოდი ახლა შენ და იზეიმე, ვაი, რა კარგია ჩვენი დამოუკიდებლობა”,  – განაცხადა ლევან ვასაძემ.

წყარო:  Palitranews