აქტუალური
„რას გადაწყვეტს პუტინი, ჩვენ არ ვიცით…“ - ივანიშვილი

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა „ტექნოპარკის“ შენობაში მორიგი პრესკონფერენცია გამართა - ამჯერად ის ადგილობრივი, საერთაშორისო ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდა.

 როგორც რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რუსეთთან მიმართებაში ქართული მხარე ისე უნდა მოიქცეს, რომ ქვეყანა გაერთიანდეს.

 „დღეს ტაბუდადებულია თემა 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი შეცდომა „ნაციონალური მოძრაობის“ სწორედ ეს იყო. სააკაშვილს ამერიკელები კატეგორიულად სთხოვდნენ, რომ იარაღი არ გამოეყენებინა და ამ მხრივ ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვეს. რას გადაწყვეტს პუტინი და როგორ მოიქცევა ჩვენ არ ვიცით.

 ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ქვეყანაც გავაერთიანოთ და ჩვენი ძმებიც დავიბრუნოთ. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს ... სულ იარაღის ჟღარუნი ისმოდა რასაც ჩვენ არ გავაკეთებთ. ჩვენ სხვა სტრატეგია ავირჩიეთ. დღეს რუსეთი საუბედუროდ პროვოკაციებს განაგრძობს და უნიათოები ამაზე მიანიშნებენ. სწორი მიმართულება კი მოლაპარაკებებია“, - განაცხადა ივანიშვილმა.