საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. კვირას, ღამის ორ საათზე, ფლორიდაში, ორლანდოს გეი კლუბში მომხდარმა ხოცვა-ჟლეტამ საპრეზიდენტო კამპანიაზეც იმოქმედა.
დონალდ ტრამპმა ობამა რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ღონისძიებების არმიღების გამო სისუსტეში დაადანაშაულა და მუსლიმი იმიგრანტებისთვის შეზღუდვის დაწესებისკენ მოუწოდა. ტვიტერზე მან გააკეთა განცხადება, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს.
„ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, რომ ჩვენი ქვეყანა შიდა და გარე საფრთხეებისგან დავიცვათ. ამაში იგულისხმება საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფების დამარცხება და მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობა, რომ ყველგან იყოს სამხედრო მზადყოფნა და შინაც განვამტკიცოთ თავდაცვითი ხასიათის ღონისძიებები“, - ამის შესახებ ჰილარი კლინტონი წერს.
„სიძულვილისა და ძალადობის მიუხედავად, ჩვენ ერთმანეთი გვეყვარება, შიშს არ დავნებდებით და ერთმანეთის წინააღმდეგ არ ავმხედრდებით. პირიქით, ერთად დავდგებით, როგორც ამერიკელები, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ერი დავიცვათ და მივმართოთ ღონისძებებს მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენ გვემუქრება“, - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.