უცხოეთი
ერდოღანმა დაიჩივლა, რომ ობამას მმართველობის ხანაში აშშ-თან ურთიერთობები გაუარესდა

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ განხიბლულია აშშ-თან ურთიერთობების განვითარებით მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტად ბარაქ ობამა იქცა. ამის შესახებ Hurriyet Daily News იუწყება.

 „ჩვენ დაიმედებული ვიყავით, როცა ობამამ თურქეთი აარჩია პირველ ქვეყნად თავისი ვიზიტისათვის პრეზიდენტად არჩევის შემდგომ, - განაცხადა ერდოღანმა, - სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა“.

 ქვეყნის მეთაურის განცხადებით, ამას მოჰყვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკური ურთიერთქმედების გაუარესება.