აქტუალური
საქართველო გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში დახმარებას სთავაზობს

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ელგასიმ ვეინს შეხვდა.

 მხარეებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის ახალი ფორმატი და შესაძლებობები განიხილეს.

 „საქართველო მზად არის, დახმარება გაუწიოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები მზად არიან, საკუთარი ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომელიც მათ ბოლო წლების განმავლობაში დაუგროვდათ, გაუზიარონ აღნიშნულ ორგანიზაციას. ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი დასავლეთ ევროპული სახელმწიფო შესთავაზებდა. სწორედ ამ პოზიციიდან და ამ რანგში ვაწარმოებთ მოლაპარაკებას“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.