აქტუალური
პოლიტიკურმა გაერთიანება “მემარცხენე ალიანსმა” ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. ხელმოწერების შეგროვება, ერთი მხრივ, პარტიის საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებას უკავშირდება, რისთვისაც მათ, სულ მცირე, 25000 ამომრჩევლის ხელმოწერა სჭირდებათ.

 „პარტიის აქტივმა დაიწყო მუშაობა, რათა არა 25 000, არამედ კიდევ უფრო მეტი ხელმოწერა შევაგროვოთ და პარლამენტში პირველად მაინც გაისმას ხალხის ხმა. ასევე ვაგროვებთ ხელმოწერებს, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისება აიკრძალოს. საქართველოს ემუქრება როგორც რუსეთის ოკუპაცია და ანექსია, ასევე ტერიტორიების ოკუპაცია ფინანსური თვალსაზრისით. ამიტომ გამოვდივართ საკანონმდებლო ინიციატივით, რომ მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება კანონის ძალით აიკრძალოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს “მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ ბენიძემ.