უცხოეთი
საქართველო,13 ივნისი, საქინფორმი. ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი დიდი ხნის შესვენების შემდეგ ფინანსურ ბაზარზე დაბრუნდა, წერს „უოლ სთრით ჯორნალი“.
მისმა ფონდმა Soros Fund Management LLC, რომელიც 30 მლრდ დოლარის ოდენობის საშუალებებს მართავს, ოქროს მომპოვებელი საწარმოების ოქროსა და აქციების შესყიდვა დაიწყო.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ნაბიჯი მოწმობს ინვესტორის პესიმისტურ განწყობას.
ოქროს, როგორც ცნობილია, შეისყიდიან მაშინ, როცა ფასიანი ქაღალდები ეცემა და ინვესტორები მშვიდ ნავსაყუდელს ეძებენ, რომელსაც ძვირფასი ლითონები წარმოადგენს.