უცხოეთი
ქერიმ რფ-ის მოქალაქეებს ობამასა და ამერიკელების სახელით რუსეთის დღე მიულოცა

 საქართველო,13 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ პარასკევს რუსებს  12 ივნისი მიულოცა.

პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და ამერიკელების სახელით რუს ხალხს ნაციონალურ დღესასწაულს ვულოცავ, რომელსაც თქვებ 12 ივნისს აღნიშნავთ“, - ნათქვამია ქერის  განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

 მან აღნიშნა, რომ ეს დრე შეხსენებაა იმისა, რომ „თვითმმართველობა წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას ღირსეული ცხოვრების დონის მისაღწევად და ყველა მოქალაქის უფლებების დასაცავად“.