საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. ჩვენ შევარჩიეთ ბოლო კვირის განმავლობაში რედაქციაში ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით შემოსული, მკითხველთა მიერ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები, რომლებსაც საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი პასუხობს.
- რომელი პარტია გაიმარჯვებს საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე?
- 8 ოქტომბერს პარტია, რომელიც 2011 წელს საზოგადოებრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - ხმების დაახლოებით 50%-ს მიიღებს. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს კიდევ 26 პარტია, მაგრამ ისინი "ქართული ოცნების" მეტოქეები არ არიან, თუმცა ხმების გარკვეულ რაოდენობას წაიღებენ და შესაძლოა, მეორე ტურის პროვოცირება მოახდინონ.
არჩევნებამდე კიდევ 4 თვეა. ამ დროის განმავლობაში კი ბევრი სიურპრიზი მოხდება. მაგალითად, ეკრანზე გამოვა ქართველი რეჟისორის გოგა ხაინდრავას დოკუმენტური სერიალი (+16) სააკაშისტური რეჟიმის საშინელებების შესახებ, ამიტომ "ქართულმა ოცნებამ", შესაძლოა, მეტი უპირატესობითაც გაიმარჯვოს.