უცხოეთი
პოროშენკოს ახალი მრჩეველი – ნატოს ყოფილი გენმდივანი რასმუსენი უკრაინას ყირიმის დაბრუნებას არ ურჩევს

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი.  პოროშენკოს მრჩეველმა აღნიშნა, რომ ყირიმის დაბრუნება უკრაინისთვის უპირველესი პრიორიტეტი არ უნდა იყოს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებზე რასმუსენმა განცხადება ოთშაბათს გააკეთა. მან მინსკის შეთანხმებების შესრულების საკითხზე რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. ასევე მან კიევს მოუწოდა: „არ ეცადოს, ახლავე დაიბრუნოს ყირიმი“.

 შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის შტატგარეშე მრჩევლად ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი დანიშნა. უცხოური მედიის ინფორმაციით, რასმუსენის შტატგარეშე მრჩევლად დანიშვნის შესახებ დოკუმენტი პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.