უცხოეთი
ნაზარბაევი: „ყაზახეთში „ფერადი რევოლუციების“ წინაპირობები შეინიშნება“

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. ყაზახეთის პრეზიდენტის  ნურსულთან ნაზარბაევის განცხადებით, ქვეყანაში შეინიშნება წინაპირობები, რომლებიც სხვა ქვეყნებში  "ფერადი რევოლუციების" მოვლენებამდე დაიწყო.

 "ყველამ ვიცით, რომ .. ფერად რევოლუციებს სხვადასხვა მეთოდებით ახდენენ - იწყება გამოგონილი აქციები, მკვლელობებიძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი. ჩვენს ქვეყანაში ეს სიმპტომები უკვე შეინიშნება", - ნათქვამია  ნაზარბაევის  მიმართვაში.

 ნაზარბაევი თანამოქალაქეებს მიმართავს, რომ არ  დაუშვებს ქვეყანაში არეულობას და კანონის დამრღვევები პასუხს მთელი სიმკაცრით აგებენ.

 ნურსულთან ნაზარბაევის განცხადებით, გასული კვირის მიწურულს აქტობეში მოწყობილი თავდასხმები ორგანიზებული იყო „რადიკალური, ფსევდორელიგიური მოძღვრების“ მიმდევრების მიერ, რომლებიც უცხოეთიდან იღებდნენ ინსტრუქციებს. 8 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში პრეზიდენტი პირობას დებს, რომ უმკაცრეს ზომებს მიმართავს „ექსტრემისტებისა და ტერორისტების“ წინააღმდეგ.