საზოგადოება
გვარამიამ ბოდიში მოიხადა მის მიერ დანიშნული მოსამართლეების გამო და აღიარა, რომ „რუსთავი 2“ „ნაცმოძრაობაზე“ მუშაობს (ვიდეო)

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის პოლიტიკურ შოუში “არჩევანი” შელაპარაკება მოხდა – საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მიკერძოებული მას შემდეგ უწოდა, რაც გვარამიამ დაადასტურა, რომ ის არის კონკრეტული პარტიების მიმართ მიკერძოებული ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი (ვიდეო იხ. აქ).

 „ამიტომ უნდა დამხვრიტოთ?! ასჯერ მოვიხადე ბოდიში!“ – განაცხადა სააკაშვილის ფავორიტმა – საქართველოს ყოფილმა გენპროკურორმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც თავის დროზე თავად დანიშნა მოსამსართლეები, რომლებსაც დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის კუთვნილების საკითხზე პროცესი მიჰყავთ.

 ნიკა გვარამიამ ქუცნაშვილს მაგალითად CNN მოუყვანა, ტელეარხის, რომელიც აშშ–ის დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდაა მიკერძოებული, ისევე როგორც „რუსთავი 2“ – სააკაშვილის პარტია – „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ.