საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილმა “სოთბის” აუქციონზე ფიროსმანის კიდევ ერთი ტილო შეიძინა და კვლავ საქართველოს აჩუქა!

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. ლონდონში, “სოთბის” აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო შველი წყლის პირას” ბიძინა ივანიშვილმა 629 ათას გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ნახატის საწყისი ფასი 150 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

„შველი წყლის პირას“ რუსული მხატვრობის სექციაში იყო წარმოდგენილი.

ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს “კრისტის” აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო “არსენალის მთა ღამით” 1,5 მილიონ დოლარად შეიძინა და საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადასცა.

ტილოს – „არსენალის მთა ღამით“ მსგავსად, დიდი ფიროსმანის ფუნჯის კუთვნილებას  – „შველი წყლის პირას“ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელოვნების მუზეუმს აჩუქებს.