საზოგადოება
„ქართულ ოცნებასაც” ამერიკის ელჩი მართავს“ – მეჭიაური

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. ეს განცხადება პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“  თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას გააკეთა.

 „ჩვენი საარჩევნო კამპანია იმ სეგმენტზეა გათვლილი, რომელსაც მოთხოვნა აქვს, ისეთი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს, რომელიც უცხო ქვეყნების ჩარევისგან დამოუკიდებელი იქნება. ჩვენს პარტიას არ დასჭირდება იმდენი დაფინანსება, რამდენიც იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც უცხო ქვეყნების ინტერესებს ატარებენ. ასეთები ბევრნი არიან. „ქართული ოცნებაც“, ფაქტობივად, კინაღამ ამერიკის ელჩის მხრიდან იმართება. ის განცხადება, რაც ამერიკის ელჩმა „რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გააკეთა, ნებისმიერ ქვეყანაში უფრო მძაფრი პროტესტის საფუძველი იქნებოდა. ამომრჩეველს ვთავაზობთ, უცხო ქვეყნების დიქტატისგან გასათავისუფლებლად ერთად ვიბრძოლოთ”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.