სამართალი
სანდრა რულოვსი: "საქართველო უკან მიდის და ქვეყანაში არ არის კარგი მდგომარეობა!" (ვიდეო)

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, რომელიც ახლა ოდესაში მეუღლესთან, მიხეილ სააკაშვილთან იმყოფება, ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა (ვიდეო იხ. აქ).

 ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას უფრო გულშემატკივრობს - მეუღლის ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებას თუ მის უკრაინაში აქტიურ მოღვაწეობას, სანდრა რულოვსმა განაცხადა: საქართველოში მიმდინარე მოვლენები არ მიდის კარგად და ზოგადად ცუდი მდგომარეობაა, რადგანაც ქვეყანა უკან მიდის, თუმცა არც უკრაინაშია უკეთესი მდგომარეობა. აქაც საჭიროა უბრალო ხალხის დაცვა და ვფიქრობ, რომ მას შეუძლია უკრაინაშიც გააკეთოს თავისი საქმე და საქართველოშიც ერთდროულად. სააკაშვილი იქ იქნება, სადაც უფრო მნიშვნელოვანია მისი ყოფნა, სადაც შეუძლია რეფორმების გატარება. მას საქართველოში ყავს თავისი პარტია, რომელსაც შეუძლია კურსის გაგრძელება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დიდმა მეზობლებმა ნახონ, რომ ჩვენ ვვითარდებით“.

 შეკითხვაზე, თუ როგორ ერთობა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, რულოვსმა თქვა, რომ ისინი დადიან ველოსიპედით, ასეირნებენ ძაღლს, სტუმრობენ რესტორნებს და ოპერას.

 საქინფორმი ადასტურებს რულოვსის სიტყვებს – საქართველო არასოდეს დაივიწყებს იმას, რაც აქ მისმა მეუღლემ გააკეთა! და კიდევ შეახსენებს მას ამას...