აქტუალური
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 27-მა პარტიამ გამოთქვა

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. საარჩევნო კამპანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწყებულია. ბოლო მონაცემებით, ცესკოს 27-მა პარტიამ მიმართა და ამ ეტაპზე 5-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა რეგისტრაცია. ანა მიქელაძის განცხადებით, ცესკო მზად არის არჩევნების ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

 "იმ მინისტრებს, რომლებიც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, არჩევნებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა შეუძლიათ, გადადგნენ თანამდებობიდან", - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.