უცხოეთი
„ჩინ–მენდლები არ ჩამომერთმევა“: სავჩენკომ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრა მოისურვა

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. ნადეჟდა სავჩენკომ მზადყოფნა გამოთქვა, მონაწილეობა მიიღოს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებში.

 ამასთან, მან აღნიშნა, რომ ალექსანდრ ზახარჩენკოსა და იგორ პლოტნიცკისთან შეხვედრა უნდა გამართოს არა პეტრო პოროშენკომ, არამედ, მაგალითად, რადის წარმომადგენლებმა.

 ნადეჟდა სავჩენკო: „პრეზიდენტი ერთი გვყავს. ამიტომ ზახარჩენკოსა და პლოტნიცკის შეუძლიათ პოზიციონერობა, ასე ვთქვათ, უფლებამოსილებების შესაბამისად. მე ჩინ–მენდლები არ ჩამომერთმევა, თუ ისინი ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებიდან სახალხო დეპუტატებად იქნებიან წარმოდგენილნი. მე, როგორც დეპუტატი, მზად ვარ მათთან სალაპარაკოდ“.