უცხოეთი
საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა დენის პუშილინმა ნადეჟდა სავჩენკოსთან მოლაპარაკებებისთვის მზაობა გამოთქვა, თუკი კიევი მას აუცილებელ უფლებამოსილებებს მიანიჭებს.
დენის პუშილინი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენელი: „ძალიან უცნაურია, რომ სწორედ სავჩენკოს დაებადა ასეთი აზრები, რომ საჭიროა დიალოგი, დონბასთან მოლაპარაკებების წარმოება, რომ უაზრობაა სროლა და ა. შ. ამიტომ, თუ სავჩენოს ექნება აუცილებელი უფლებამოსილებანი, ჩვენ მზად ვართ მასთან სასაუბროდ“.
ამასთან, პუშილინმა აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინის ხელისუფლებას დესტრუქციული პოზიცია უკავია მოლაპარაკებების პროცესში. დიალოგის წინსვლისთვის კი აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილება.