საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. დონბასში რუსი ჟურნალისტების მკვლელობისთვის რუსეთში გასამართლებულმა და რფ–ის პრეზიდენტის ბრძანებულებით გათავისუფლებულმა უმაღლესი რადის დეპუტატმა, უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურე ნადეჟდა სავჩენკომ 2015 წელს 406,825 ათასი გრივნა (დაახლოებით 1.1 მლნ რუბლი) გამოიმუშავა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნებულია მისი შემოსავლებისა და გასავლების დეკლარაციაში, უკრაინის პარლამენტის საიტზე.
„ერთობლივი შემოსავლის მთლიანი თანხა 406,825 ათასი გრივნაა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დეკლარაციის მიხედვით, ინტელექტუალურ საკუთრებაზე ქონებრივი უფლებების გაყიდვისა და საავტორო საზღაურის სახით სავჩენკომ 201,818 ათასი გრივნა, ხოლო საჩუქრების, პრიზებისა და მოგების ხარჯზე კიდევ დაახლოებით 205 ათასი გრივნა გამოიმუშავა. ამასთან, დოკუმენტში გამოქვეყნებულია სავჩენკოს ოჯახის შესამოსავალი, რომელიც 34,136 ათას გრივნას შეადგენს.