საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „თუ დავინახე, რომ ჩემი აღარ სჯერათ, თქვენც დაგემშვიდობებით და საზოგადოებასაც“

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. 2016 წლის 7 ივნისს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდა.  საქართველოს ექსპრემიერთან შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრას 14 ივნისს გამართავს.

 თუ დავინახე, რომ ჩემი აღარ სჯერათ, თქვენც დაგემშვიდობებით, საზოგადოებასაც და დავუბრუნდები იმ ცხოვრებას, როგორიც მსურდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა  პრემიერმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

 „მე მაქვს განცდა, რომ ჩემი სჯერა საზოგადოებას და არ უნდა ვუღალატო,  უნდა დავეხმარო და ვაჩვენო ჩემებურად, არგუმენტირებულად - როგორ ვხედავ.  თუ დავინახე, რომ ჩემი აღარ სჯერათ, გარწმუნებთ, 5 ათას კაცს ნებისმიერი პატარა პარტია აგროვებს და არ მექნება ამბიცია, რომ 5 ათას კაცს არ ვუღალატო. როგორც კი ვნახავ, ნახევარზე ნაკლები წამოვიდა ის პოზიცია და არ დაუჭირა მხარი, თქვენც დაგემშვიდობებით და საზოგადოებასაც, დავუბრუნდები იმ ცხოვრებას, როგორიც მსურდა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.