აქტუალური
იან კელი: „ქართული მედია ისეთივე პლურალისტული უნდა იყოს, როგორი პოლიფონიურიც ქართული სიმღერაა“

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა “რუსთავი 2”-ის საქმეზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

 “ჩემი და აშშ-ის მთავრობის პოზიცია  მკაფიოა. მედიის პლურალიზმი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ქართულ სიმღერაში პოლიფონიაა, ვფიქრობ, მედიაც ასეთი პლურალისტული უნდა იყოს. საქართველოში ბევრი ხმა ისმის მედიაში, ამავეს ვერ ვიტყვით ამ რეგიონის სხვა ქვეყნებზე. ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდ წვდომა მედიაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს პოლიტიკური ჩარევა სასამართლო პროცესში“, – აღნიშნა დიპლომატმა.