აქტუალური
ბიძინა ივანიშვილი: „ჟურნალისტს და მედიას უნდა ჰქონდეთ ყველაფრის უფლება, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება“

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. 2016 წლის 7 ივნისს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდა.  საქართველოს ექსპრემიერთან შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრას 14 ივნისს გამართავს.

 ექსპრემიერის თქმით, ჟურნალისტს და მედიას უნდა ჰქონდეს ყველაფრის უფლება, რაც კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

 "ვერავინ იტყვის, რომ GDS ან ჩემს, ან ხელისუფლების იმ გუნდის აგიტაციას ეწევა, რომელიც მე დავტოვე. აბსოლუტურად დაბალანსებულია. ჩემი აზრით, ხელისუფლების კრიტიკით უფრო გადაჭარბებულები არიან სხვა ტელევიზიები. თუმცა,  ჯობია, გადაჭარბებული კრიტიკა იყოს ხელისუფლების, ვიდრე არ იყოს საკმარისი. ზოგიერთი ტელევიზია ამას ზედმეტად აჭარბებს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ეს ნორმალურია. როდესაც დაიწყება ნადირობა იმაზე, რომ ეს ცოტა შევამციროთ, ეს ავკრძალოთ, სად მიდის ეს ყველაფერი, კარგად მოგეხსენებათ. ჟურნალისტს და მედიას უნდა ჰქონდეს ყველაფრის უფლება, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.