უცხოეთი
საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. ნატოს ჯარები ორშაბათს დაგეგმილი Baltops 2016 წვრთნების საზღვაო ეტაპის მიმდინარეობისას პირველად გადასხდებიან ალიანში არშემავალი ფინეთის ტერიტორიაზე.
სამი დღის განმავლობაში ისინი განახორციელებენ დესანტირებას, ასევე საბრძოლო მოქმედებებს ხანკოს ნახევარკუნძულზე, სიუნდალენის პოლიგონზე.
ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ–ის სახმელეთო ძალების საბრძოლო მანქანები, აშშ–ის საზღვაო ქვეითი ძალების 200 ჯარისკაცი, 60 ბრიტანელი, 50 გერმანელი ჯარისკაცი და დაზვერვის ოცეული იტალიიდან.