უცხოეთი
კრემლში კომენტარი გაუკეთეს გფრ–ის გეგმების შესახებ მონაცემებს, მიაკუთვნონ რუსეთი მეტოქეებს

 საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. კრემლი გერმანიას პასუხობს. ვლადიმერ პუტინის პრეს-ატაშეს განცხადებით, ოფიციალური ბერლინის სურვილი, შეიყვანოს რუსეთი მოწინააღმდეგეთა სიაში, მოსკოვის წუხილის და შეშფოთების მიზეზი გახდა.

 შეგახსენებთ, რომ 2006 წლის შემდეგ, გერმანია პირველად განაახლებს "თეთრ წიგნს". 80 გვერდიან დოკუმენტში გადაიხედება გერმანიის მომხრეებისა და მოწინაარმდეგეების სია და როგორც აღმოჩნდა, მასში რუსეთი, მოკავშირედან - მოწინააღდეგეთა სიაში გადაინაცვლებს.

 "თუ ეს ინფორმაცია სინამდვილეა, ეს ოფიციალურ მოსკოვში ერთდროულად გამოიწვევს აღშფოთებას და წუხილს", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მისივე თქმით, რუსეთის პოლიტიკა დამყარებულია თანამშრომლობაზე და არა კონფრონტაციაზე.