აქტუალური
არქეოლოგიური აღმოჩენა მარნეულში

 საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. სოფელ იმირში ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული არქეოლოგიური აღმოჩენები მოინახულეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნაბი აბდულაევმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ასოციაცია „ქართული ღვინის“, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

ამ ადგილზე არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას

ადასტურებს.