რედაქტორისგან
“ივანიშვილი: თავისიანი უცხოებს შორის, უცხო თავისიანებს შორის” - არნო ხიდირბეგიშვილი

 “თავისი ფულით ივანიშვილმა მხოლოდ მტრები შეიძინა - მეგობრები მას უსასყიდლოდ ერგო...”

 2011 წლის 4 ოქტომბრიდან, მილიარდერისა და ფილანტროპის ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მე, ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, პუბლიკაციების სერიაში არაერთხელ ვამბობდი და ვასაბუთებდი - რატომ არ უნდა ენდოს ივანიშვილი მის გარშემო მჭიდროდ შემოჯარულ ხარბ დეზინფორმატორებსა და დილეტანტებს - გამყიდველ ექსპერტებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს. მე კონკრეტულად ვასახელებდი მათ გვარებს, მომყავდა მათი მაკომპრომეტირებელი მრავალრიცხოვანი ფაქტები და ვაფრთხილებდი, რომ ისინი - უწესო და უმადური ადამიანები, საქართველოსა და ივანიშვილის ფარული მტრები არიან, ამიტომ პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში უღალატებენ (ყველა ეს პუბლიკაცია დევს საქინფორმის საიტზე saqinform.ge და ჩემს პირად საიტზე arnoxidi.com).

 სამწუხაროდ, მაშინ ივანიშვილმა ჩემი გაგონება არ ისურვა და მერე ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ვვარაუდობდი.

 ასე იყო მედიდური თავცარიელი მარჩიელების შემთხვევაში, რომლებსაც მე პროქტოპოლიტოლოგებს ვეძახი - უნარისთვის, ნებისმიერ მმართველს ულოკონ უკანალი და მათ საამებლად იდიოტური პროგნოზები აკეთონ უკანალით, უკანა რიცხვით. ბატონმა ბიძინამ ჩემი რჩევა არ შეისმინა - წყალობით აავსო ცისკარიშვილის “ექსპერტთა კლუბი” და სხვა პროვინციელი რუსოფობები, რომლებიც დღეს ალასანიას, ბურჭულაძისა და “ნაცმოძრაობის” სხვა სატელიტ პარტიებში მიმოიფანტნენ და იქიდან ბილწსიტყვაობენ ივანიშვილის მისამართით.

 ასევე იყო ტელეწამყვანების შემთხვევაშიც, რომლებსაც თავი დიდ ჟურნალისტებად წარმოუდგენიათ, სინამდვილეში კი პათოლოგიური ბრიყვები და თავიანთ რესპონდენტებზე - პროქტოპოლიტოლოგებზე - უარესი უწიგნურები არიან, იმიტომ რომ ყველანი სააკაშვილის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-დან  წარმოიშვნენ. ბიძინა გრიგოლის ძემ არ დამიჯერა - მათ ყურადღება და სიკეთეები არ მოაკლო, დღეს კი ისინი “რუსთავი 2”-ის ირგვლივ დაირაზმნენ და ივანიშვილს ლაფს ასხამენ, როგორც მოსალოდნელიც იყო. იმიტომ, რომ ყველა ჟურნალისტი, ვინც ჯალათ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს “ათეთრებს”, ჟურ-ნაცისტი და დურ-ნალისტია!

 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს ვთხოვდი, ქართველი ხალხისთვის დაებრუნებინა “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, რომელიც ხალხის ფულით - ქართველი გადასახადის გადამხდელების ფულით არსებობს. ვაფრთხილებდი, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” სააკაშვილის თანამებრძოლის - თამარ კინწურაშვილის ხელით დაკომპლექტებული, “ნაცმოძრაობის” გველების ბუდეა, რისთვისაც ამ ტელეკომპანიას ხალხმა “რუსთავი 1” შეარქვა.

 გავიდა 4 წელი, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხს არ დაუბრუნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ერთადერთი სახელმწიფო ტელევიზია, რომელიც დღემდე “ნაცმოძრაობის” რუპორად რჩება.

 ამაში თავად ივანიშვილიც დარწმუნდა, რომელიც “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” 2016 წლის 2 ივნისს სტუდიაში სიცრუით შეიტყუა - ვითომდა, თანამემამულეებისადმი მისი ა.წ. 30 მაისის მიმართვის თეზისების განსახილველად. მაგრამ ამის ნაცვლად სტუდიაში დაახვედრეს უზრდელი გაუნათლებელი გოგო, გვარად “ასათიანი” - აშშ-ის კონგრესის მიერ დაფინანსებული და აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს (CIA) მიერ კონტროლირებადი «რადიო თავისუფლების”* ჟურნალისტი.

 ეს უზრდელი გოგო, რომელიც ივანიშვილის მიმართ “ნაცმოძრაობის” ბრალდებების აბსურდულ, ვითომდა ივანიშვილის პრესსამსახურთან შეთანხმებულ ნაკრებს შპარგალკიდან კითხულობდა და ბატონ ბიძინას სიტყვას აწყვეტინებდა - ცდილობდა, რადაც უნდა დაჯდომოდა, ბოსების დაკვეთა შეესრულებინა და ივანიშვილისთვის ობსტრუქცია მოეწყო (ვიდეო იხ. აქ). მაგრამ ივანიშვილის თავშეკავებისა და ლოგიკის წყალობით, რომელმაც ის ღვიძლი შვილივით შეიბრალა, ყველაფერი სამარცხვინოდ დასრულდა როგორც დურნალისტის, ისე მისი დამსაქმებლებისთვის - “რადიო თავისუფლების“ (CIA-ს) და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” (“ნაცმოძრაობის”) - ამ თავისმომჭრელი ერთობლივ პროექტის ორგანიზატორებს.

 და განა ასევე არ მოხდა ქართველი ხალხისათვის საძულველი პოლიტიკოსებისა და პარტიების შემთხვევაშიც, რომლებიც ივანიშვილმა პოლიტიკური მორგიდან გამოათრია და ისტორიის სანაგვიდან დაიბრუნა?! ივანიშვილს ვემუდარებოდი, რაც შეიძლება მალე მოეშორებინა ისინი კოალიციიდან და არ დაენიშნა მაღალ სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობებზე, იმიტომ, რომ ეს მტრები არა მარტო “ქართული ოცნების” რეიტინგს აგდებენ, არამედ მომენტს ელოდებიან, რომ მას ზურგში დანა ჩასცენ! მაგრამ ბატონი ბიძინა ხიდაშელი, უსუფაშვილი, ზაქარეიშვილი, აგულაშვილი, ძმები ბერძენიშვილები, ფანჯიკიძე, ალასანია, პეტრიაშვილი და სხვები პარლამენტარებად - მინისტრებად დანიშნა და ოფიციალურად დაურიგა მილიონებიმათ. მათაც ჩაიცვეს, დაიხურეს, გაძღნენ, ჯიპები იყიდეს და... ისევე უღალატეს, როგორც „ექსპერტებმა“ და „ჟურნალისტებმა“!

 მე არც “ფილოსოფოსი” მარგველაშვილის შემთხვევაში შევმცდარვარ, რომელიც დღემდე წინდების ქსოვითა და სოფლურ იდილიაში ბოკერიასთან ერთად ღვინის წრუპვით იქნებოდა გართული, ივანიშვილს დუშეთიდან რომ არ წამოეყვანა. მან ის დაბანა და გაათბო, გაკრიჭა, ჩააცვა და დაახურა, ჯიბის ფული აჩუქა და... საქართველოს პრეზიდენტად დანიშნა! მადლობის ნიშნად კი სააკაშვილის ავლაბრის სასახლეში მოკალათებულა “კარალევა მარგომ” ინაუგურაციის მეორე დღესვე ივანიშვილს ყურმილი დაუკიდა და პარლამენტის ყველა კანონპროექტს ვეტოს ადებს.

 აღარაფერს ვამბობ საერთაშორისო დამნაშავის, ქურდისა და თაღლითის სააკაშვილის მადლიერებაზე, რომელიც ივანიშვილმა საქართველოდან გაუშვა და რომელსაც პრეზიდენტობის დროს გამუდმებით ეხმარებოდა ასობით მილიონი დოლარით - სხვადასხვა პროექტისთვის, რომლებითაც სააკაშვილი მთელ მსოფლიოში იწონებდა თავს!

 ... გავიდა 4 წელი. ისევ მოახლოვდა საპარლამენტო, კვალდაკვალ კი - საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები. ცილისწამებით შებღალულ “ქართულ ოცნებას” ისევ კოჰაბიტაციის შედეგად მომაგრებული “ნაციონალური მოძრაობა” უპირისპირდება. ივანიშვილი ისევ გამყიდველი ინტრიგანების, დილეტანტებისა და ბრიყვების ბლოკადაშია, რომელთაგან ზოგიერთი უეჭველად “მეორე წრეზე წავა” და ხელისუფლების სათავეში დარჩება, ხოლო პროფესიონალებსა და საქართველოს პატრიოტებს ისევ განზე დატოვებენ, ბატონი ბიძინა ხომ მათთვის უწინდებურად მიუწვდომელია…

 P.S. პოლიტიკაში შეცდომა ერთხელ ხდება, ხოლო როცა შეცდომა ბევრია - ეს უკვე კონტრპროდუქტიული ტენდენცია გახლავთ. მაშ, რატომ არ სურს კრეატიული ანალიტიკური აზროვნებით გამორჩეულ ივანიშვილს შეცდომების გაანალიზება, დასკვნების გამოტანა და რაიმეს შეცვლა?! ნუთუ ფსიქოანალიზით გატაცებულ პრაგმატულ მილიარდერს არ ენანება თავისი შრომით ნაშოვი და ფუჭად გაფლანგული ფული?! უბრალოდ, ქარისთვის რომ გაეტანებინა, კიდევ არაუშავს, რადგან თავისი ფულით ივანიშვილმა მხოლოდ მტრები შეიძინა - მეგობრები უსასყიდლოდ ერგო! თითქმის ყველამ, ვინც მან წყალობით აავსო და ვისაც ეყრდნობოდა, უღალატა, ხოლო წესიერ ადამიანებს, რომლებიც უანგაროდ უჭერენ მხარს, უწინდებურად თავს არიდებს... წესიერ ადამიანებს ხომ არ აქვთ ლობი, სამაგიეროდ აქვთ მრწამსი, რომელსაც არ ჰყიდიან - სამშობლოს საკეთილდღეოდ უსასყიდლოდ უზიარებენ! იქნებ, სწორედ ეს აფრთხობს ივანიშვილს, რომელიც თავისი რთული ცხოვრების მანძილზე საჩუქრებს მიჩვეული არ არის, შავ უმადურობას კი მიეჩვია?!

 შედეგად კი ისევ გამოდის, რომ ივანიშვილი თავისიანია უცხოებს შორის, უცხო - თავისიანებს შორის...

 P.P.S. იცით, ვინ აღმოჩნდა ის სასაცილო გოგონა გვარად “ასათიანი” “რადიო თავისუფლებიდან” ?! იმ სასაცილო 5 წლის გოგონას ქალიშვილი, რომელიც 1965 წლის ზაფხულში მოსკოვის “ერმიტაჟის” ბაღში დირიჟორმა სკამზე დააყენა და მან კომპოზიტორ პევზნერის მიერ საგანგებოდ მისთვის დაწერილი “ნარინჯისფერი სიმღერა” იმღერა! ის ამ სიმღერას დღემდე მღერის წლების განმავლობაში უცვლელი ბავშვური ხმით, იმიტომ რომ ირმა სოხაძე - იმ უმადური გამყიდველი ქართველი საბჭოთა ინტელიგენციის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც მოსკოვის წყალობით გახდა პოპულარული და რომელიც დღეს ლანძღავს რუსეთს და ხოტბას ასხამს ამერიკას! მოსკოვურ დახვედრებსა და ჰონორარებს მიჩვეულნი, ისინი ბრაზობენ რუსეთზე იმის გამო, რომ მათ უკვე აღარ იწვევენ, და ვერც კი ხვდებიან, რა სასაცილოები არიან...

 მოსკოვში ბოლო კონცერტი სოხაძემ 2008 წელს მაისში იმღერა, ხოლო საქართველოში ის, ძირითადად, კორპორაციულ წვეულებებზე მღერის - “ნარინჯისფერ სიმღერას” და საბჭოთა კავშირის დროინდელ სხვა სიმღერებს, რომლებიც მას ყველაზე უკეთ გამოსდის. სამაგიეროდ, ქართულმა ტელეარხებმა სისტემატურად დაიწყეს ირმა სოხაძის მიწვევა პოლიტიკურ თოქ-შოუებში, სადაც ის ისევ ისეთი ბავშვური ხმით, რომელიც ძალიან ჰგავს მისი ქალიშვილის - “რადიო თავისუფლების” დურნალისტის ხმას, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რომ საქართველოსა და ქართველებისთვის ერთადერთი მზე ნატო ყოფილა!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 8 ივნისი
საქართველო, თბილისი

* “რადიო თავისუფლება” (“თავისუფალი ევროპა”) - აშშ-ის მთავრობამ ვითომ კერძო საინფორმაციო სამსახურის სახით შექმნა 1953 წელს, სსრკ-სთან “ცივი ომის” წლებში, როგორც ანტისაბჭოთა პროპაგანდისა და აგიტაციის რუპორი. დღეს “რადიო თავისუფლება” საქმიანობას განაგრძობს, როგორც ვაშინგტონის “რბილი ძალა” და იდეოლოგიური იარაღი რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში “განუვითარებელი დემოკრატიისა და არასაკმარისად განვითარებული მედიას მქონე” ქვეყნებში. “რადიო თავისუფლების” შტაბბინა ვაშინგტონში მდებარეობს, რადიომაუწყებლობის ცენტრი - პრაღაში. თავმოყვარე აზერბაიჯანმა “რადიო თავისუფლების” ბაქოს ბიურო დახურა, მისი მაუწყებლობა აკრძალულია, აგრეთვე, ბელარუსის, ერაყის, ირანის, თურქმენეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ტერიტორიებზე. სამაგიეროდ, საქართველოში “რადიო თავისუფლების” ოფისი უწინდებურად ყვავის.